Sunday, 11 May 2014

მეცხრე დღის რეფლექსია

ინტელის სასწავლო კურსი-პროექტებით სწავლება საინტერესო და მეტად მნიშვნელოვანი იყო.
მიმდინარე ტრენინგებზე გავეცანით ახალ და საინტერესო მასალებს, რომელთა საშუალებითაც შევძლებ წარმატებით დავგეგმო სასწავლო პროცესი,რაც ხელს შეუწყობს მოტივაციის გაზრდას მოსწავლეებში და აამაღლებს სწავლა-სწავლების ხარისხს.
       ნაყოფიერი იყო ინტელის ტრეინინგი,  პროფესიონალი  ტრენერი  ნათლად, მკაფიოდ   ატარებდა ტრენინგებს და უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ გიორგი ხომასურიძეს ამისთვის.

დიდი იმედი მაქვს კიდევ გაგრძელდება ასეთი სახის ტრეინინგები რაც ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესის განვითარებას 

Saturday, 3 May 2014

მეექვსე დღის რეფლექსია

ვიმუშავე მოსწავლის მიერ შექმნილ პრეზენტაციაზე და შეფასების რუბრიკაზე

Saturday, 26 April 2014

მეოთხე დღის რეფლექსია

დღეს განვიხილეთ შეფასების მეთოდები, მიმოვიხილეთ რესურსები და შევავსეთ შეფასების დროის ჩარჩო.

Sunday, 13 April 2014

მესამე დღის რეფლექსია

განვიხილეთ 2 მოდულის აქტივობები 1 სტანდარტების შესაბამისად:„სტანდარტებისა და მიზნების რუბრიკა“ „განახლებული ბლუმის ტაქსონომია“ „21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების სიტყვები", პროექტის გეგმაში გადავხედეთ ჩვენს მიერ შერჩეულ სტანდარტებს,ყველა სტანდარტს მივუსადაგეთ შესაბამისი მიზნები და შედეგები.

Saturday, 12 April 2014

მეორე დღის რეფლექსია

ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში, ნაბიჯ-ნაბიჯ გავეცანით და ვისწავლეთ პროექტზე მუშაობისათვის საჭირო საინფორმაციო ბუკლეტების შექმნა, რითაც შევძლებთ გავაცნოთ მოსწავლეებს და დაინტერესებულ პირებს პროექტის სარგებლიანობა, მისაღწევი შედეგები და მიზნები. დიდი მადლობა ბატონ გიორგის გაწეული მუშაობისათვის

Sunday, 6 April 2014

პირველი დღის რეფლექსია

მე მინდა რომ პროექტში შემავალი ყველა კომპონენტი ღრმად შევისწავლო, იმედია ასეთი სახის ტრეინინგებს კიდევ ექნება შემდგომი ეტაპები